იცოდით, რომ ბრილიანტები ყოველთვის არ ითვლებოდა „გოგონების საუკეთესო მეგობრებად“? საქორწინო ბეჭდების ბრილიანტებით შემკობა მხოლოდ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ გავრცელდა, როცა ერთმა საიუველირო კომპანიამ მოიფიქრა სლოგანი „Diamonds are forever“ — მინიშნება, რომ ეს ქვები შეყვარებული ადამიანების კავშირის მსგავსად მარადიულია.
გთავაზობთ, მარადიული სიყვარულის საკუთარი სიმბოლოები საქორწილო მოდის ტენდენციების გათვალისწინებით შეარჩიოთ.
სხვადასხვა მეტალის შეხამება. კარგი არჩევანია, თუ უჩვეულო დიზაინი არ გსურთ, თუმცა კლასიკაც მოგბეზრდათ.
ბეჭედი გრავირებითა და საყვარელი ადამიანის თითის ანაბეჭდით — ბოლო სეზონების ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია.
გეომეტრიული ფორმები და მკაფიო წახნაგები. ეს სტილი დღეს საქორწილო დეკორშიც მოდურია და სამკაულებშიც.
ვინტაჟური ბეჭდები. ისინი შეიძლება მართლაც ძველი იყოს, თუმცა ვინტაჟური ეფექტის მიღება ახალ ბეჭდზეც შეიძლება: მას სპეციალურ მუქ მინანქარს უსვამენ, რომელიც დაძველებულ იერს აძლევს.
საკუთარი დიზაინი. მოსკოვში არის სახელოსნოები, სადაც წყვილს შეუძლია ბეჭდების ფორმა თავად მოიფიქროს და დაამზადოს.
სხვათა შორის, თბილისშიც არიან კარგი დიზაინერები, რომლებიც დახვეწილ ბეჭდებსა და სხვა სამკაულებს ქმნიან. მათი მომსახურება მოსკოვთან შედარებით ხშირად გაცილებით იაფია, დამზადებას კი დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. ბეჭდის დიზაინის არჩევისას ზომიერება არ დაგავიწყდეთ: კაბისა და ვარცხნილობისგან განსხვავებით, ამ საქორწილო ნივთს მთელი ცხოვრება, ან მისი დიდი ნაწილი, ატარებთ.