როგორ გავატაროთ დრო სტუმრებთან ერთად ქორწილამდე და შემდეგ?

თუ ქორწილს საქართველოში გეგმავთ, ამ სტუმართმოყვარე ქვეყნის გასაცნობად რამდენიმე დღე, ალბათ, არ გეყოფათ. ამიტომ თქვენი და სტუმრების აქტივობები, ისევე როგორც საქორწილო დღე, წინასწარ დაგეგმეთ.

რით შეიძლება გაგაოცოთ საქართველომ?

 

პირველ რიგში, არჩევანი სეზონსა და ცერემონიის რეგიონზეა დამოკიდებული. ყაზბეგი, კახეთი თუ აჭარა? თუ სულ მცირე ერთი კვირა გაქვთ, ქვეყნის მრავალფეროვნებასაც ნახავთ და ქართულ კულტურასაც უკეთ გაიცნობთ.

მეორეც, უნდა იცოდეთ სტუმრებისა და ბავშვების რაოდენობა და რამდენად მზად არიან ისინი ხანგრძლივი გადაადგილებისთვის. ამის შემდეგ ლოკაციებს შორის მოსახერხებელი ტრანსპორტის დაგეგმვა გაგიადვილდებათ.

 

სექტემბერში საქართველო რთველით გაგაოცებთ — ყურძნის მოსავლის აღების უძველესი დღესასწაულით. ამ დროს ზაფხული ნელ-ნელა მთავრდება, კახეთი კი მწიფე ყურძნის სურნელით ივსება. ოჯახები დილიდან საღამომდე ყურძენს კრეფენ და შემდეგ წურავენ. წვენი მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში, ქვევრში, ჩაედინება. თქვენც შეგიძლიათ მეღვინეობა სცადოთ, შემდეგ კი ღვინის დეგუსტაციით დატკბეთ.

მთაში აუცილებლად სცადეთ ხინკლის მომზადება. თუ სამზარეულოსთან ახლოს არ ხართ, მასტერკლასი მაინც გაგიტაცებთ, ბოლოს კი საკუთარ მომზადებულ კერძსაც გასინჯავთ. ეს აქტივობა მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია.

 

ექსტრემალური გამოცდილების მოყვარულებს პარაპლანი, მთის მდინარეზე ჯომარდობა და საინტერესო სალაშქრო ბილიკები ელით.

 

ქორწილის მომდევნო დღეს აქტიურ სპორტს ნაკლებად გირჩევთ. სჯობს ხინკლის თემატური შეკრება, ანუ hangover party, მოაწყოთ. სცენარი წინასწარ დაგეგმეთ და სტუმრების სურვილებს მოარგეთ — იდეებისთვის დიდი სივრცე გაქვთ.

ჩვენს გუნდს შეუძლია თქვენთვის გიდთან ერთად ქვეყნის ტური დაგეგმოს, ქართული ტრადიციები გაგაცნოთ და დაუვიწყარი წინასაქორწილო და ქორწილის შემდგომი წვეულებები მოაწყოს. თამამად იოცნებეთ — „სიყვარული აქცენტით“ თქვენს იდეებს რეალობად აქცევს.