დ მ
Enjoy watching!
ქორწილების ორგანიზება ხშირად დისტანციურად ხდება, რადგან წყვილები საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. დენისი და მარია ისრაელიდან არიან. როდესაც მარიას პირველად ვესაუბრეთ, უსაზღვროდ მოვიხიბლეთ მისი სილამაზით, ულამაზესი ღიმილითა და დიდი თვალებით, რომლებშიც გინდა ჩაიძირო. მარიამ გვიამბო, რომ დენისი წარმოშობით საქართველოდანაა, აქ ბევრი მეგობარი ჰყავს და ერთ-ერთი ახლო მეგობარი ქორწილისთვის კახურ ვილა „ალაზანს“ უთმობთ. ეს უნდა გამოსულიყო ნამდვილი ქანთრი ქორწილი — ფერადი, მხიარული, რთველით. იდეა შესანიშნავი იყო და ჩვენ დიდი სიხარულით შევუდექით მათ დახმარებას. ყველაფერი გამოვიდა ისე, როგორც ჩელენტანოს ფილმებში! საღამოს ბოლოს — ვნებიანი პირველი ცეკვა, ტორტი და სახედარი, რომელმაც შეყვარებულები ოჯახურ ცხოვრებაში წაიყვანა.