რატომ გვჭირდება საქორწილო მოსაწვევები და როგორ შევარჩიოთ დიზაინი?

ქორწილის ადგილი უკვე შეარჩიეთ, კაბა და კოსტიუმიც მოამზადეთ, დეკორისა და ყვავილების ყველა დეტალიც შეათანხმეთ. დარჩა ერთი, ერთი შეხედვით მარტივი საქმე — სტუმრებისთვის საქორწილო მოსაწვევების მომზადება.

საქორწილო მოსაწვევი მხოლოდ ლამაზი ბარათი არ არის. ის მომავალი დღესასწაულის პირველი შთაბეჭდილებაა და სტუმრებს ქორწილის სტილს, თემასა და განწყობას აცნობს. იქნება ეს ოფიციალური მიღება მკაცრი black tie დრესკოდით თუ მეგობრებისთვის მოწყობილი მყუდრო ცერემონია თქვენთვის დამახასიათებელი სტილით?

როგორ შევარჩიოთ მოსაწვევის დიზაინი და რა დავწეროთ მასში?

ჯერ ღონისძიების ფერთა პალიტრა განსაზღვრეთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ნაზი აკვარელი, მინიმალიზმი, კალიგრაფია, ოქროსფერი ტვიფრი ან ლაზერული ჭრით შესრულებული ორნამენტი.

მხოლოდ ქაღალდით ნუ შემოიფარგლებით: გამოიყენეთ ხე ან მინა. ასეთ მოსაწვევს სტუმარი სახლის დეკორადაც შეინახავს.

 

დღეს მოსაწვევი შეიძლება ხელოვნების პატარა ნამუშევარი იყოს, რომელსაც პროფესიონალი დიზაინერი თქვენი იდეების მიხედვით ქმნის.

ტექსტიც ყურადღებით შეადგინეთ. შეგიძლიათ თითოეული მოსაწვევი პერსონალური გახადოთ ან ყველასთვის საერთო ინფორმაცია დაწეროთ, სადაც ქორწილის დრო და ადგილი ზუსტად იქნება მითითებული. სურვილისამებრ დაამატეთ ინფორმაცია საჩუქრების, სამოსის ფერთა პალიტრისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

თუ ქორწილს საქართველოში გეგმავთ, მოსაწვევში შეგიძლიათ ქართული ეროვნული მოტივები ან ცერემონიის ადგილის ხედები გამოიყენოთ.

 

მთავარია, მოსაწვევები დროულად გაგზავნოთ ან სტუმრებს პირადად გადასცეთ. დაე, ეს მათთვის თბილი და დასამახსოვრებელი ნივთი გახდეს, რომლის შენახვაც მოუნდებათ. იდეის განსახორციელებლად კი პროფესიონალებს მიმართეთ!