საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა და მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის ისტორიას, აწმყოსა და მომავალს. გადმოცემის თანახმად, საქართველო ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. ქართლის, ანუ ივერიის სამეფოს გაქრისტიანება IV საუკუნეში საქართველოს განმანათლებელ წმინდა ნინოს უკავშირდება.