ქორწილი ორისთვის — მუდმივი ტენდენცია?

უკვე რამდენიმე წელია შეყვარებული წყვილები ორისთვის განკუთვნილ რომანტიკულ და კომფორტულ ქორწილს ირჩევენ. 2020 წელმა ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა და შეყვარებულებისთვის იმედის სიმბოლოდ იქცა. რა უპირატესობა აქვს ქორწილს მხოლოდ ორი ადამიანისთვის, განსაკუთრებით საზღვარგარეთ?

პირველ რიგში, ეს აუცილებელი არ არის ქორწილი კლასიკური გაგებით იყოს. შეგიძლიათ ერთად გაატაროთ განსაკუთრებული რომანტიკული არდადეგები, აღნიშნოთ წლისთავი, თაფლობის თვე ან ხელახლა დადოთ ერთმანეთისთვის აღთქმა.

მეორეც, ორი ადამიანისთვის მოწყობილი დღესასწაული ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ზოგავს. აღარ მოგიწევთ გადაწყვიტოთ, რომელი ნათესავი მოიწვიოთ ქორწილში და ვინ — მოგვიანებით სახლში. არც თითოეული სტუმრის საცხოვრებლის, ტრანსპორტისა და კვების ხარჯების გათვალისწინებაა საჭირო: მთავარი და ერთადერთი სტუმრები თავად ხართ.

მესამეც, შეგიძლიათ ნებისმიერი სცენარი განახორციელოთ — არაფერი და არავინ გზღუდავთ. საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუწყეთ: დაგეგმეთ უჩვეულო აქტივობები, გამოცანები და თავგადასავლები, რომლებიც თქვენს გრძნობებს გამოხატავს და მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. საქართველო იდეალურია როგორც კინემატოგრაფიული ხედებისთვის და ლაშქრობებისთვის, ისე მრავალფეროვან ბუნებასთან ახლოს გასაცნობად.

მეოთხეც, ორისთვის ქორწილის ორგანიზება ზედმეტი დაძაბულობისა და წუხილის გარეშე ნამდვილი სიამოვნებაა. სააგენტო „სიყვარული აქცენტით“ თითოეულ წყვილსა და მის ისტორიას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება და ოცნებების რეალობად ქცევა უყვარს. ჩვენთან ყველაზე სანუკვარ სურვილებს აისრულებთ, საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული დრო კი წლების განმავლობაში ძვირფას მოგონებად დაგრჩებათ.

იოცნებეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი და ერთმანეთს დრო დაუთმეთ! ჩვენ კი თქვენს დღეს ნამდვილ დღესასწაულად ვაქცევთ!